logo_geo
პაატა სალია: ირაკლი ოქრუაშვილი რომ ახსნის საიდან ჰქონდა 2004 წელს 7 მილიონი დოლარი, ალბათ ხალვაშსაც ექნება პასუხი
- +

20 ივლისი. 2019. 01:02

 

 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ირწმუნება, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2" ირაკლი ოქრუაშვილის საკუთრება არ არის. "რუსთავი2"-ის ახალდანიშნული დირექტორის, პაატა სალიას თქმით, დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში დაობს გაყალბებულია.

 

სალიას თქმით, ხალვაში ირწმუნება, რომ მას ხელი არანაირ დოკუმენტზე არ მოუწერია.

 

მათ აქვთ ერთი დოკუმენტის ორი ასლი, სადაც რეალურად ქიბარ ხალვაშის ორი ხელმოწერაა ნოტარიულად დამოწმებული, თუმცა ამ ხელშეკრულებებზე საიდანღაც გაჩნდა ვიღაც სხვა პირის ხელმოწერები ვითომ ქიბარ ხალვაშის, ერთი საინტერესო დეტალია, იმ დოკუმენტს რომელსაც იყენებენ შესადარებლად ამ გაყალბებულ დოკუმენტთან და რომლის წინა გვერდებზეც დასმულია გაყალბებული ხელშეკრულებები ბოლო გვერდზე ხელმოწერა არის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. თარიღი ამ ორ ხელშეკრულებას გაყალბებულს და მეორეს ნოტარიულად დამოწმებულს აქვს ერთი და იგივე.

 

როგორც თვითონ ამბობს ქიბარ ხალვაში ესეთი შეთანხმება არ ყოფილა და ასეთი დოკუმენტისთვის ხელი არასოდეს მოუწერია.

 

ოქრუაშვილის ფული იქნება გადახდილი კომპანიაში, ოქრუაშვილმა ასესხა ფული, რომელ წელს იყო ეს? 2004 წელს? სად იყო ოქრუაშვილი 2004 წელს, საიდან ჰქონდა ეს თანხა, საჯარო მოხელე იყო იმ პერიოდში, მისი დეკლარაციები არსებობს, საიდან მისცა ქიბარს შვიდი მილიონი. ეს ყველაფერი უნდა ახსნას.

 

 რომ ახსნის კი ბატონო, ალბათ ქიბარსაც ექნება პასუხი, მე ვიცი ქიბარ ხალვაშისგან, რომ მას არ ჰქონია რაიმე შეთანხმება ოქრუაშვილთან და ხელი მსგავს დოკუმენტზე არ მოუწერია" -ამბობს პაატა სალია.

 

ირაკლი ოქრუაშვილი კი ქიბარ ხალვაშის წინააღდეგ სასამართლო დავას იწყებს და აპირებს, მისი წილის 80% 10 ჟურნალისტს გადაუფორმოს, რომლებიც ხალვაშის წინააღმდეგ მასთან ერთად იბრძოლებენ.

 

 

big_banner
არქივი