logo_geo
კახა კალაძე: ვისურვებდი, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სწრაფად დასრულდეს გამოძიება
- +

20 ივლისი. 2019. 21:50

 

„ვისურვებდი, სწრაფად დასრულდეს გამოძიება და ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, აგოს პასუხი, ეს ეხება, როგორც იმ ადამიანებს, ვინც შტურმისა და პარლამენტის აღებისკენ მოუწოდებდა და რისი კადრებიც გვაქვს, ასევე იმ ცალკეული შემთხვევებს, სადაც იყო ძალის გადამეტება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებებზე საუბრისას განაცხადა.

 

„ცხადია, გამოძიება ისე ერთ დღეში არ ხდება, როგორც ხდებოდა ადრე. ერთ დღეს აკავებდნენ, ერთ დღეს გამოჰქონდათ განაჩენი, სასჯელი იცოდნენ. დღეს გვაქვს განსხვავებული რეალობა, არის აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია თავისუფლების კუთხით. დემოკრატიის თვალსაზრისით გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები და შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას.

 

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, სწრაფად დასრულდეს გამოძიება და ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, აგოს პასუხი. ეს ეხება, როგორც იმ ადამიანებს, ვინც შტურმისა და პარლამენტის აღებისკენ მოუწოდებდა, რისი კადრებიც გვაქვს, ასევე ის ცალკეული შემთხვევები სადაც იყო ძალის გადამეტება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი