logo_geo
ირმა ჭკადუა: რაოდენ სამწუხაროა, როდესაც გენიალური ლევან სანიკიძის შვილი და საკმაოდ განათლებული მამაკაცი ილანძღება უშვერი სიტყვებით და იწყევლება
- +

22 ივლისი. 2019. 21:45

 

ადვოკატი ირმა ჭკადუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გუბაზ სანიკიძეს ვრცელი პოსტით მიმართავს:

რაოდენ სამწუხაროა, როდესაც გენიალური ლევან სანიკიძის შვილი და საკმაოდ განათლებული მამაკაცი ილანძღება უშვერი სიტყვებით და იწყევლება.

ვფიქრობ, რომ გუბაზ სანიკიძე 21- საუკუნის პოლიტიკას რადიკალურად სცდებავერ გამოვიდა 90-იანი წლების რიტორიკიდან და კვლავ რაღაც გაურვეველ პოლიტ.ხედვებს ახვევს თავს საზოგადოებას.

ბატონო გუბაზ, დაახლოებით 30 წელია რაც ხართ პოლიტიკაში, მე ყოველშემთხვევაში ასე მახსოვს და მაქვს ასეთი შეკითხვა თქვენთან, როგორც პოლიტიკოსთან, რა გაგიკეთებიათ პოლიტიკურად ქვეყნისთვის? – იყავით არაერთგზის პარლამენტის წევრი და შეგიძლიათ გარდა თქვენი განცხადებებისა მითხრათ ერთი კანონპროექტი, რომელიც დააყენეთ დღის წესრიგში, გავიდა და ამან მოუტანა სიკეთე ხალხს?

კამერებთან საუბარი და უშვერი სიტყვებით ლანძღვა ეს ძალინ მარტივია და ეს არ არის პოლიტიკა. – ეს პოლიტიკოსობანას თამაშია. ვფიქრობ, რომ ეს არ არის საქციელი. რომელიც პოლიტიკოს შეეფერებამე მაინტერესებს ვილაპარაკოთ არა პოლიტიკოსობანაზე, არამედ რეალურ პოლიტიკაზე. თქვენი პოლიტიკური და არაერთგზის საპარლამენტო მოღვაწეობის პერიოდში რა სასარგებლო ინიციატივები დააყენეთ ქვეყნისთვის? კანონი და მართვა ეს ხომ პოლიტიკოსის, დეპუტატის პირდაპირი მოვალეობაა?!-  რომელი კომიტეტით ახდენდით პროცესის მართვას აღმასრულებელ ხელისუფლებაში? იქნებ კარგად გაიხსენოთ თქვენი 2012-2016 წლების საპარლამენტო ცხოვრება.

და სანამ სხვას დაუწყებთ ლანძღვას და ვაჭრის ძახილს მანამდე სჯობს, რომ ყველამსაკუთარი საშოვნელი მილიონები დაითვალოს”…. საქართველოს და მსოფლიოს. მომავალი არის რაციონალურად მოაზროვნე ახალგაზრდების….“, – წერს ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი