logo_geo
თამარ ჩუგოშვილი მამუკა ხაზარაძეზე: გასაგებია, რომ ოპოზიცია შეეცდება, ამ ყველაფერში პოლიტიკური შეფერილობა ეძებოს
- +

24 ივლისი. 2019. 14:51

 

„გამოძიება ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე საუბარი იქნებოდა რაიმე პოლიტიკურ მოძრაობაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალუსტებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

მისი თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მტკიცებულებების მოგროვების დროსთან და არა ხაზარაძის პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასთან.

 

„გასაგებია, რომ ოპოზიცია შეეცდება, ამ ყველაფერში, ისევე როგორც სხვა საქმეებშიც პოლიტიკური შეფერილობა ეძებონ, თუმცა, მთავარია, გამოძიება რა მტკიცებულებებს წარადგენს. ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე. საზოგადოება დეტალურად ადევნებს თვალყურს და შესაბამისად, მტკიცებულებების სტანდარტი და სიმყარე არის მნიშვნელოვანი“,- აცხადებს  თამარ ჩუგოშვილი.

 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პროკურატურაში არიან დაბარებულები, მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

 

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გენერალური პროკურატურა ბრალის წარდგენის შემდეგ ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

 

 

 

 

big_banner
არქივი