logo_geo
თამარ ჩუგოშვილი: ერთმანეთის ლანძღვას უამრავი ენერგია მიაქვს და ამაზე დროის ხარჯვას არ ვაპირებ
- +

24 ივლისი. 2019. 16:14

 

„პარლამენტის წევრები ერთმანეთს როგორ მოიხსენიებენ, ეს ერთმანეთთან და ეთიკის კომისიაში უნდა გაარკვიონ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც დეპუტატების ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

 

ჩუგოშვილის თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანაში ბევრ ადამიანს ეთიკისა და ზრდილობის პრობლემა აქვს.

 

„პირველ რიგში, ერთმანეთის სრულიად არაეთიკური და მიუღებელი ფორმით მოხსენიება „რუსთავი 2“-დან წამოვიდა, რასაც სამწუხაროდ, ადამიანები არც პოლიტიკაში ჩამოუვარდებიან. არ ვაპირებ, ვინმე რამდენი უზრდელურად და არაეთიკურად მოიქცევა, ვიდგე და კომენტარები ვაკეთო. აზრის გამოხატვის ჩემი ფორმა მაქვს, ვცდილობ, ეთიკურ სტანდარტს არ გავცდე. დანარჩენი ვინ ვისზე რა თქვა, არ მაინტერესებს, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს და ჩემი დრო უფრო მნიშვნელოვან საკითხებს ხმარდება. რაც შეეხება ეკა ბესელიას განცხადებას საკითხების გამოტანაზე, გამოიტანოს, ეს ჩემი საქმე არ არის. ერთმანეთის ლანძღვას უამრავი ენერგია მიაქვს და ამაზე დროის ხარჯვას არ ვაპირებ”, – დასძინა ჩუგოშვილმა.

 

 

big_banner
არქივი