logo_geo
აკაკი ზოიძე: სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხშირად გვევლინება მიკერძოებულ მხარედ პოლიტიკურ ველში
- +

24 ივლისი. 2019. 16:16

 

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ  ხელისუფლებისთვის და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია - ობიექტური და მიუკერძოებელი მედია და მესამე სექტორი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს.

 

„ხაზს ვუსვამ  - მიუკერძოებელი. როდესაც მესამე სექტორის მიერ სწორედ ერთ-ერთი მედიასაშუალების დასაცავად მიწერილ წერილში ჩვენ ვხედავთ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა - „არაფორმალური მმართველი“ - მმართველი პარტიის თავმჯდომარეზე, ვფიქრობ, მიუკერძოებლობაზე საუბარი ზედმეტია.

 

სამწუხაროდ, ის, რაც ასევე ახასიათებს ბოლო პერიოდში „რუსთავი 2“-ს, რომელიც არც აცხადებდა უკვე პრეტენზიას მიუკერძოებლობაზე და პირდაპირ წარმოადგენდა პარტიულ ტელევიზიას და პროპაგანდის იარაღს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი