logo_geo
მამუკა ბახტაძე: მჯერა, რომ დათო, კესარია და მათი თანატოლები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ თავიანთი წარმატებით
- +

26 ივლისი. 2019. 02:40

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 6 წლის დავით თათვიძეს და 9 წლის კესარია მგელაძეს შეხვდა, რომლებიც ჭადრაკში, თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

 

“დღეს პატარა ჩემპიონებს - 6 წლის დავით თათვიძეს და 9 წლის კესარია მგელაძეს შევხვდი, რომლებიც გახდნენ ევროპის ჩემპიონები ჭადრაკში, თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში.

 

ამ ბავშვებით საქართველო ამაყობს!

 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ მშობლებს და მწვრთნელებს, ასეთი უნიჭიერესი ბავშვების აღზრდისთვის.

 

საქართველო ჩემპიონების და განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანების სამშობლოა და ეს ბავშვები ამის ნათელი მაგალითები არიან.

 

ეროვნული იდეის - განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ სკოლებში საჭადრაკო წრეების აღდგენა.

 

მჯერა, რომ დათო, კესარია და მათი თანატოლები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ თავიანთი წარმატებით” - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი