logo_geo
არჩილ თალაკვაძე მარნეულში მოსახლეობას შეხვდა
- +

28 ივლისი. 2019. 21:39

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, მარნეულში იმყოფებოდა. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ, ამ კონტექსტში, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსების, ასევე,  ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

 

მისი თქმით, პრიორიტეტულია ამ პროცესებში მოსახლეობისა და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობა.

 

პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა მარნეულში, გარდაბანსა და ბოლნისში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც, რომლებსაც განათლების სისტემის დაფინანსების გაზრდასა და ამ მიმართულებით, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 

განსაკუთრებული ყურადღება არჩილ თალაკვაძემ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში  ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.  მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა და ახალი თაობის სათანადო, ღირსეული განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა.  შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაიმართება.

 

მარნეულში გამართულ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და იმ სიკეთეებს, რომლებსაც პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის 2020 წელს, არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარება მოიტანს.

 

ქვემო ქართლში, მარნეულში შევხვდი ადგილობრივ საზოგადოებას - ჩაი დავლიეთ და საქვეყნო  საკითხებზე ვისაუბრეთ. ჩვენი ძმობა და ურთიერთობა ძვირფასია, სამშობლო და მომავალი გვაერთიანებს! ახალგაზრდებს პოლიტიკაზე, განათლების რეფორმაზე, დასაქმებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ვესაუბრე; აქვთ საინტერესო ინიციატივები, რასაც განვიხილავთ, როცა შემდეგ შეხვედრაზე პარლამენტში ვუმასპინძლებ.“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.​

 

big_banner
არქივი