logo_geo
მამუკა ბახტაძე: კაპიტალის ბაზრის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს
- +

2 აგვისტო. 2019. 19:40

 

მთავრობა კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

„ღია ეკონომიკისა და მცურავი სავალუტო კურსის პირობებში, სავალუტო რისკების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია და კაპიტალის ბაზრის განვითარება არის აუცილებელი კომპონენტი. ზოგადად კაპიტალის ბაზრის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. მთავრობის პროგრამაში, რომელიც ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ, კაპიტალის ბაზრის განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა და წილი აქვს. ჩვენ რამდენიმე ახალი კანონპროექტი გვაქვს მისაღები, მათ შორის ის კანონპროექტი, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი მთავრობის სხდომაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი