logo_geo
ნათია თურნავა: გაზზე ტარიფი არ გაიზრდება, ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ
- +

2 აგვისტო. 2019. 19:44

 

 

„გაზზე ტარიფების ზრდა არ მოხდება; ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა ფასების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

 

„ივლისის თვეში წლიური ინფლაციის დონე არის 4,6%, რაც ზომიერი ინფლაციაა. პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა, მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. არ მოხდება გაზზე ტარიფების ზრდა. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა. აქედან გამომდინარე, შარშანაც ახალ წლამდე, მცდელობა და სხვადასხვა განცხადება იყო, რომ გაზის ფასი გაიზრდებოდა და ეს არათუ არ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი