logo_geo
მამუკა ბახტაძე: უნდა დამთავრდეს ის დრო, რომ მოსახლეობა სავალუტო კურსის ცვლილებების მიმართ ასეთი მოწყვლადი იყოს
- +

2 აგვისტო. 2019. 19:49

 

 

:ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის დრო, რომ მოსახლეობა იყოს ასეთი მოწყვლადი სავალუტო კურსის ცვლილებების მიმართ, ეს არ შეიძლება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„პირველი სწორედ ეს გახლავთ, რომ ჩვენი მოსახლეობა არ იყოს მოწყვლადი ვალუტის კურსის ცვლილებისადმი. ეს არის სრულიად მიუღებელი. იცით, რომ ამ თვალსაზრისით ეკონომიკური სტრუქტურა და მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს, საკმაოდ მძიმეა. დოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი იყო, განსაკუთრებით ეს ფიზიკური პირების, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას ეხებოდა. ჩვენ პრინციპული ნაბიჯები გადავდგით ამისთვის.

 

იცით, რომ ლარში გაცემული კრედიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შემცირდა სხვაობა უცხოურ ვალუტასა და ლარში გაცემულ სესხებს შორის. ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც უნდა გააგრძელოს ყველა იმ უწყებამ, რომელიც მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის დრო, რომ მოსახლეობა იყოს ასეთი მოწყვლადი სავალუტო კურსის ცვლილებების მიმართ, ეს არ შეიძლება“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

 

ამასთან, როგორც პრემიერი აცხადებს, 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა და რუსეთიდან ფრენების აკრძალვამ გავლენა იქონია ქართულ ეკონომიკაზე.

 

 

 

 

big_banner
არქივი