logo_geo
მამუკა მდინარაძე: ჩანს, ვისი სტილია პროვოკაციები, გათიშვები და დესტაბილიზაციის ფონის შექმნა
- +

18 თებერვალი. 2017. 14:45


 

„ნიკა გვარამია ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატია", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2"-ის მაუწყებლობის გათიშვის საკითხს.


„გუშინ, სოციალურ ქსელში წამოსული ბუნებრივი პოზიციები ალბათ ასახავს იმ რეალობას, რაც ხდება სინამდვილეში. გვარამია არის ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატი. მას ალბათ ეგონა, რომ ვიღაც შევარდებოდა, ვიღაც გათიშავდა, ეს მოლოდინი არ გაუმართლდა და თვითონ გააკეთა ეს ყველაფერი. ამაზე მეტი კომენტარი რა უნდა გავაკეთო. ჩანს, ვისი სტილია პროვოკაციები, გათიშვები, ვისი სტილია ის, რომ რაღაც დესტაბილიზაციის ფონი შექმნას და ამით გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ადამიანების ფსიქოლოგიაზე, ეს არის ძალიან ცუდი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


დეპუტატმა აღნიშნული კომენტარი ევროპარლამენტარ ანა გომეშთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე „რუსთავი 2"-ის საქმით დაინტერესდა.


„მას ჰქონდა გარკვეული კითხვები. ჩვენ გარკვეული განმარტებები და ამბავი მოვუყევით ამ საკითხთან დაკავშირებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელზეც" ჰქონდა კითხვები და ჩვენ ვუთხარით ჩვენი პოზიცია, რომ ადამიანების შრომითი უფლებები არ უნდა დაირღვეს და რეფორმა ისე უნდა განხორციელდეს. ეს მიდგომა მას ძალიან მოეწონა. ჩვენი პარტნიორი ევროპელები განსაკუთარებით მიესალმებიან ამ მიდგომას. მე ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა უნდა განვითარდეს და მაუწყებლის შემდგომი რეფორმირება ამ სტილში უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




 

big_banner
არქივი