logo_geo
შალვა ნათელაშვილი: ატომური იარაღი რომ ვიშოვოთ, იმითაც ვეღარ აღვიდგენთ ტერიტორიულ მთლიანობას
- +

4 აგვისტო. 2019. 00:18

 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტს ქართველი ერის ისტორიის დადგენილების პროექტის შემუშავებას სთხოვს.

 

როგორც შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ დოკუმენტში საქართველოს ისტორია უნდა ჩაიწეროს, რათა ვერავინ შეძლოს მისი სხვაგვარად გადაწერა.

 

„რამდენიმე დღის წინ პუტინმა საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოს ცრუ ისტორია მოუყვა, რომლის თანახმადაც, ჩვენ პატარა ერების გენოციდისა და ოკუპირების მეტი არაფერი გაგვიკეთებია. ეს იყო ახალი გეგმა საქართველოს შემდგომი დაშლისკენ და შედეგებმაც არ დააყოვნა. უახლოეს დღეებში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ე.წ. დუმა იწყებს დადგენილების პროექტის განხილვას, თითქოს ოსებს მოვუწყვეთ გენოციდი. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, ყოველგვარი ოპოზიცია პოზიციის გარეშე, სასწრაფოდ მოიწვიეთ საგანგებო სხდომა და მიიღეთ დადგენილების პროექტი – ქართველი ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდის შესახებ. თუ ჩვენი პასიურობის ფონზე კრემლმა მოახერხა ამის წინ წამოწევა, დამერწმუნეთ, სამომავლოდ ატომური იარაღი რომ ვიშოვოთ, იმითაც ვეღარ აღვიდგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, ისეთ საშიშ ფაზაში შევედით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი