logo_geo
რატი იონათამიშვილი: ჩვენი მიზანია, ყველა კატეგორიის შშმ პირისთვის საარჩევნო გარემო მაქსიმალურად მისაწვდომი გავხადოთ
- +

5 აგვისტო. 2019. 13:41

 

„დროებითი წესი, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე დაინერგება, ეტლით მოსარგებლე და მობილურობის შეზღუდვის მქონე ამომრჩეველს მისცემს საშუალებას არჩევნებში მონაწილეობა საკუთარ ოლქში არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე მისვლით მიიღონ, რომელიც იქნება ადაპტირებული და შესძლებენ დამოუკიდებელ გადაადგილებას. ამისთვის საკნარისი იქნება რომ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 6 დღით ადრე მივმართოთ შესაბამის საარჩევნო, ან საოლქო კომისიას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს.

 

„ჩვენი მიზანია, ყველა კატეგორიის შშმ პირისთვის საარჩევნო გარემო მაქსიმალურად მისაწვდომი გავხადოთ და ეს უფლება კანონით იყოს დაცული. ამ მხრივ, ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა უსინათლო და მცირემხედველი, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული, ასევე, ინტელექტუალური შეფერხების მქონე ამომრჩევლისთვის, მთავარ გამოწვევად კი საარჩევნო უბნების ადაპტირება რჩება.

 

შშმ პირებს აქვთ უფლება აირჩიონ და იყვნენ არჩეული, ხოლო თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის 29-ე მუხლით გვაქვს აღიარებული.

 

ცხადია, ეს დროებითი ნორმა არ არის საარჩევნო უბნების ადაპტირების ალტერნატივა,  არამედ მისი შემადგენელი ნაწილი, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე ხვალ მოგვცემს უსწრაფეს და პოზიტიურ შედეგებს და ამის პარალელურად, მისაწვდომობის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ადაპტირების პროცესის გაზრდა ნამდვილად  იქნება თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს იონათამიშვილი.

 

 

big_banner
არქივი