logo_geo
კახა კუკავა: პროცესი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, ბოლოს და ბოლოს დიალოგი დაიწყო
- +

5 აგვისტო. 2019. 16:18

 

„პროცესი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, 7 წელია ამისკენ მოვუწოდებდით მთავრობას,  ბოლოს და ბოლოს დიალოგი დაიწყო“, - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ  საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, გავიდა ერთი თვე და გამოჩნდა, რომ თავისუფალი საქართველოს და სხვა პარტიების პოზიცია, რომლებიც ამბობდნენ, რომ დიალოგი  ვითარების განმუხტვის გზაა, სწორი აღმოჩნდა. 

 

„ის პარტიები, რომლებიც აქციებს აწყობდნენ წინა შეხვედრისას და ამბობდნენ, რომ როგორ შეიძლებოდა „ოცნებასთან“ დაჯდომა - გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ კობახიძესთან როგორ დასხედით მუშტი უნდა ჩაგერტყათო, გავიდა ერთი თვე და გამოჩნდა, რომ „თავისუფალი საქართველოს“ და სხვა პარტიების პოზიცია რომლებმაც ვთქვით, რომ დიალოგი არის ვითარების განმუხტვის გზა, ეს აღმოჩნდა სწორი“, - განაცხადა კახა კუკავამ.

 

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბრიფინგი გამართა  და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს.

 

 

 

big_banner
არქივი