logo_geo
არჩილ თალაკვაძე: იმედი მაქვს, ეროვნული ბანკის ინტერვენცია შეძლებს, ეს კურსი ინფლაციაზე არ აისახოს
- +

6 აგვისტო. 2019. 16:49

 

 

„ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და ვალუტის კურსი ის თემაა, რომელსაც ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ლარის კურსთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, მეტი პასუხისმგებლობა მართებს ოპოზიციასაც.

„ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, გვაქვს პასუხისმგებლობა ეს საკითხები ვმართოთ. ამავე დროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ოპოზიციასაც მეტი პასუხისმგებლობა მართებს. როდესაც საბოლოო ჯამში დავინახეთ, რომ არაერთი მოქმედება სამწუხაროდ, ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა და საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენეს, სამწუხაროდ ეკონომიკას ზიანი ამანაც მიაყენა, რაც ვალუტაზეც აისახა. თუმცა ეროვნულმა ბანკი ჩაერია, რადგან მისი ვალდებულებაა, ინფლაციის პროცესი მართოს. იმედი მაქვს, ჩარევა, რაც მოხდა და რაც შესაძლოა, მომავალშიც აქვს დაგეგმილი ეროვნულ ბანკს, შეძლებს მაქსიმალურად, რომ ეს კურსი ინფლაციაზე არ აისახოს“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ამასთან, თალაკვაძის განცხადებით, ეკონომიკური მიმართულებით სახელმწიფოს ძალიან პოზიტიური გეგმები აქვს.

 

„ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ეს რთული სიტუაცია გადავლახოთ. საქართველოს მომავალს გარედან ვერავინ განსაზღვრავს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ეკონომიკის პოზიტიური ტემპი ბოლომდე გავამყაროთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

big_banner
არქივი