logo_geo
არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო შეძლებს, უკეთესი მომავალი ააშენოს მშვიდობით
- +

8 აგვისტო. 2019. 10:50

 

 

„თითოეული ისტორია, თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდება, არის ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის მაგალითი, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები ყვავილებით შეამკო.

 

„პატივი მივაგეთ ჩვენი გმირების საფლავებს, ასევე, ვანუგეშეთ მათი ოჯახები. თითოეული ისტორია, თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც უკავშირდება აგვისტოს ომს, არის ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის მაგალითი, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში აღარასდროს განმეორდეს ომი, ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. ეს იყო ამ ადამიანების ოცნება, ეს იყო ის იდეა, რასაც ისინი შეეწირნენ. მათი შვილები და ოჯახები იმსახურებენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს, თავისი უკეთესი მომავალი ააშენოს მშვიდობით. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი