logo_geo
გიორგი ვოლსკი: ბერლინის კედელი გაცილებით მყარი მასალის იყო, მაგრამ მისი ნატეხი თბილისშია
- +

9 აგვისტო. 2019. 18:53

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ბერლინის კედელი გაცილებით უფრო მყარი მასალისგან იყო ნაშენები, მაგრამ მისი ერთი ნატეხი თბილისში, ევროპის მოედანზეა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მავთულხლართების დემონტაჟიც გაცილებით უფრო ადრე მოხდება.

ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ვოლსკიმ  საოკუპაციო ხაზზე არსებულ მავთულხლართებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოკუპაციის მძიმე გამოვლინება ხდება, რაც გარკვეული მემკვიდრეობაა, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში სამწუხარო, შავ ლაქად დარჩება.

 

„ეს არის მძიმე ფაქტი, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ბერლინის კედელი გაცილებით უფრო მყარი მასალისგან იყო ნაშენები და მისი ერთი ნატეხი თბილისში, ევროპის მოედანზე დგას. მავთულხლართების დემონტაჟი გაცილებით უფრო ადრე მოხდება, რაც არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს აყენებს ზიანს, არამედ ადამიანებსაც, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ქართველები იქნებიან, ოსები თუ სხვა ეროვნების. მათი რიცხვი დიდი არ არის და მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ოკუპაციის პირობებში მათი ცხოვრების პირობებიც უნდა გავითვალისწინოთ“, - დასძინა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი