logo_geo
მამუკა ბახტაძემ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
- +

11 აგვისტო. 2019. 17:00

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.​

 

მამუკა ბახტაძე თბილისში, ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდა.

 

„ჩემთვის უდიდესი პატივია, მორწმუნეებს მივულოცო ყურბან-ბაირამი. იმედის, სიყვარულისა და გაჭირვებულთა დახმარების დღესასწაულია. საქართველოს სიმდიდრე მის მრავალფეროვნებაშია. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ერთად აშენებდნენ ჩვენს საერთო სამშობლოს. ჩვენი ვალდებულებაა, ეს ტრადიციები გადავცეთ მომავალ თაობებს.

 

საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებაში და ჩვენს ერთად ყოფნაშია, რომ განსაცდელის ჟამს ვდგავართ ერთად. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას ერთიან და ძლიერ საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ყურბან-ბაირამი მუსლიმთა ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია და წინასწარმეტყველი აბრაჰიმის მსხვერპლშეწირვის მოხსენებას ეძღვნება. დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი