logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შიშმა შეიპყრო...
- +

15 აგვისტო. 2019. 16:02

 

 

„დიახ, რუსეთი ოკუპანტია და ამაში ვთანხმდებით ყველა, გვეთანხმებიან და მხარს გვიჭერენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და მეგობრები“, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ისაუბრა.

 

„დიახ, რუსეთი ოკუპანტია და ამაში ვთანხმდებით ყველა, გვეთანხმებიან და მხარს გვიჭერენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და მეგობრები. მაგრამ იქვე ხაზგასმით აღნიშნავენ ამ ოკუპაციის ავტორსა და თანაავტორს-მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ამის შესახებ საუბრობენ კონდოლიზა რაისი (აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი), კოლინ პაუელი (აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი თავჯდომარე, ოთხვარსკვლავიანი გენერალი), რიჩარდ მაილსი (აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში), სტივ ჰედლი (აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილი მრჩეველი) და სხვა უმრავი ამერიკელი თუ ევროპელი ლიდერები. ოღონდ განსხვავებაა ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლა პერსონებს, ცხადია, ვერ უბედავენ ამის თქმას, ხოლო თუ საქართველოში ვინმე იგივე თქვა, ეგრევე „გაზპრომის“ აქციონერი და კრემლის აგენტი ხდება. სინამდვილეში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შიშმა შეიპყრო, შიშმა იმისა, რომ მოხდა იმ ტაბუს დარღვევა, რომელიც აგვისტოს ომში „ნაცმოძრაობის“ და მათი უცვლელი ბელადის დანაშაულს აჩენს“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი