logo_geo
იაპონიის ელჩი: იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას
- +

16 აგვისტო. 2019. 14:24

„იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას - ოჯახების გაყოფა ძალიან სერიოზული პრობლემაა“, - ამის შესახებ გუგუტიანკარში ჩასულმა იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ განაცხადა.

 

იაპონელი დიპლომატის შეფასებით, სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორ ხდება ადგილობრივი ხალხის ცხოვრების გაყოფა ახალი ღობეების აღმართვით.

 

„ნამდვილად შეშფოთებული ვარ არსებული ვითარებით. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. ოჯახების გაყოფა ძალიან სერიოზული პრობლემაა. ასე რომ, ნამდვილად მესმის და დიდი თანაგრძნობა მაქვს დაზარალებული ოჯახების მიმართ. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გამოსწორდება”, - განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ დამატებით დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან.

 

გამყოფ ხაზთან იმყოფება რამდენიმე ელჩი და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

 

 

 

big_banner
არქივი