logo_geo
„მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებული ქმედებები დაგმობილია მთელი საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ“
- +

17 აგვისტო. 2019. 21:39

 

 

„საქართველოს ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს და მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებული ქმედებები დაგმობილია მთელი საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს სოფელ გუგუტიანთკარში განუცხადა, სადაც იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი 2 დღეა შეჩერდა, ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა.

 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილზე ინფორმაციის გაცნობა. სიტუაცია მართლაც ძალიან დამთრგუნველია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ფაქტორბივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებებია ეს, რომელსაც ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

 

საქართველოს ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს და მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებული ქმედებები დაგმობილია მთელი საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ. იცით, რომ ეს პროცესი 2 დღეა რაც შეჩერდა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს დამშვიდების გარანტიას. პირიქით, 24 საათიან რეჟიმზეა გადასული საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყველა დიპლომატიური მისია ინსტრუქტირებულია, რომ მუდმივ რეჟიმში ინფორმირებული იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რაც კი რესურსი და საერთაშორისო მექანიზმი არსებობდა. მერწმუნეთ, რომ აგვისტოში იოლი არ არის გაეროს უშიშროების საბჭოს დებატების მოწვევა და ჩვენ ეს შევძელით. ძალიან მკაცრი და დამგმობი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ მათ ინფორმირებას,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

big_banner
არქივი