logo_geo
მეთიუ ბრაიზა: ანაკლიის პორტს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია
- +

21 აგვისტო. 2019. 13:42

 

 

ვფიქრობ, ანაკლიის პორტს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR-ს (ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი) განუცხადა.

 

ბრაიზას თქმით, პორტს საქართველოში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად NATO-ც გამოიყენებს.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ პორტი საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას აღმოუჩენს იმ შემთხვევაში, თუ, ღმერთმა ნუ ქნას და, ქვეყანაში სერიოზული დაძაბულობა მოხდება. როგორც 2008 წელს ვნახეთ, საქართველო მუხლი 5-ის გარანტიით არ სარგებლობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ განახორციელებს სამხედრო მოქმედებას საქართველოში, NATO მას ადგილზე ჯარის გამოგზავნით უპასუხებს. თუმცა, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობდა საქართველოში მასალების შემოტანისა და რუსეთისთვის დაშინების სიგნალის გაგზავნის საჭიროება. ფოთის პორტზე დაყრდნობა ლოჯისტიკური თვალსაზრისით გამოწვევას წარმოადგენდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსებმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი სანაპირო დაცვის ნავები ჩაძირა. თუმცა, ისეთი დიდი პორტის საშუალებით, როგორიც ანაკლიაა, NATO- ლოჯისტიკური საშუალებები გაცილებით ფართოვდება, - განაცხადა ბრაიზამ.

 

მისივე განმარტებით, ანაკლიის პორტი საქართველოს ტრანსატლანტიკური საზოგადოებისკენ, ასევე ევროკავშირისკენ სწრაფვას შეუწყობს ხელს. ბრაიზა ასევე აცხადებს, რომ რუსეთს ყველაზე მეტად მისი ეკონომიკური ზეგავლენის შემცირების ეშინია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიის პორტი შეასუსტებს რუსეთის ეკონომიკურ ზეგავლენასა და საქართველოს კონტროლის უნარს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რისიც რუსეთს ყველაზე მეტად ეშინია. ვფიქრობ, რომ თუკი ანაკლიაში აშშ და ნატო რეგულარულად იქნებიან წარმოდგენილი, რუსეთი, რასაკვირველია, ამასაც დაუპირისპირდება, თუმცა რუსეთისთვის ყველაზე დიდი სტრატეგიული გამოწვევა ანაკლიის პორტის წყალობით საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური კავშირების ზრდის შესაძლებლობაა“, - განაცხადა ბრაიზამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი