logo_geo
ირმა ინაშვილი: „თავისუფლების ინსტიტუტი“ ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაციას გეგმავდა
- +

20 თებერვალი. 2017. 21:49


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრი, ირმა ინაშვილი, 20 თებერვალს, პარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე, ბოლო დროს საქართველოს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.


ირმა ინაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს საპატრიარქოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევას, მისი ავტორიტეტის შესასუსტებლად. ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს ის გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2004-2005 წლებში, მაშინდელი ხელისუფლების დავალებით, საპატრიარქოს წინააღმდეგ გადაცემების მომზადება იგეგმებოდა.


„შემუშავებული იყო გეგმა. ამ გეგმის განხორციელება დაიწყო, გრძელდება და დღეს სწორედ მის შესრულებასთან გვაქვს საქმე. გეგმის განხორციელებას ქართული ეკლესიის წინააღმდეგ „თავისუფლების ინსტიტუტი" „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დოკუმენტური ფილმების მომზადების გზით გეგმავდა. გეგმის პირდაპირი მიზანი ეკლესიაზე შეტევა და ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაცია იყო,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.


ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს ის ჩანაწერები გააცნო, სადაც კონკრეტული მესიჯები იყო გაწერილი და რის საფუძველზეც, აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საპატრიარქოს შესახებ დოკუმენტური ფილმების მომზადება დაიწყო.


„მაშინდელი ტელევიზიის პირველმა არხმა დაიწყო ამ პროექტის განხორციელება, მომზადდა სხვადასხვა ტიპის გადაცემები. მაშინ მე ვიყავი ის ჟურნალისტი, რომელმაც ეს თემა გაასაჯაროვა და ღიად ისაუბრა ამ გეგმაზე. შედეგად, ტემპი შენელდა და გადაცემები შეწყდა. თუმცა იმას, რაც დღეს ეკლესიის ირგვლივ ხდება, საფუძველი ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში ეყრებოდა. გაწერილი იყო კონკრეტული მესიჯები და დღეს ჩვენ იგივე თემებზე გვიწევს საუბარი. ეს ეხებოდა და ეხება ეკლესიის დაფინანსების საკითხს, მდგომარეობას სინოდში, შეიძლება თუ არა პატრიარქის კრიტიკა და ა.შ."- განაცხადა ირმა ინაშვილმა.


 

big_banner
არქივი