logo_geo
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამაზ დევაძის შეწყალებაზე განმარტება უნდა გააკეთოს
- +

30 აგვისტო. 2019. 19:11

 

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამაზ დევაძის შეწყალების თაობაზე განმარტება აუცილებლად უნდა გააკეთოს.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს მდინარაძემ განუცხადა, პრეზიდენტის მხრიდან რამაზ დევაძის შეწყალება მისთვის მიუღებელი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა.

 

ერთი მხრივ გასაგებია, რომ მსჯავრდებულის შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, დანაშაულის სიმძიმისა და პატიმრობის დარჩენილი ვადის გათვალისწინებით. ვფიქრობ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ თემაზე განმარტება აუცილებლად უნდა გააკეთოს, რადგან არ მგონია, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი იყოს, ვისაც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება მოეწონებოდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დროს მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა.

 

 

 

big_banner
არქივი