logo_geo
გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მომავალი პრემიერის ვინაობა ხვალ დასახელდება
- +

2 სექტემბერი. 2019. 13:10

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება ხვალ, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

 

„მანამდე ასპროცენტიანი სიზუსტით რომ ვილაპარაკოთ, ამის საფუძველი არ არის. ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი.

 

ვისზეც გადავწყვეტთ, რომ იყოს პრემიერ-მინისტრი, ის წარმოადგენს მინისტრთა კაბინეტს. ამიტომ, გადასწრება არც კორექტულია და არც მიზანშეწონილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.

 

მამუკა ბახტაძემ დღეს გაარცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი