logo_geo
ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მთავრობა მოვალეობის შემსრულებლად ითვლება
- +

2 სექტემბერი. 2019. 13:58

 

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადადგომის შემდეგ, მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებლად ითვლება.

 

საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, პარლამენტი ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება.

 

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

 

ამასთან, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტს დაითხოვს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა.

 

 

 

 

big_banner
არქივი