logo_geo
ნათია თურნავა: გუნდის პერიოდული განახლება ემსახურება ახალ გამოწვევებთან გამკლავებას...
- +

2 სექტემბერი. 2019. 15:52

 

„გუნდი იმსჯელებს და ყველაფერი თავის დროზე გახდება ცნობილი“, – ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, თუ ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს.

 

„ჩვენ ვიმყოფებით ისეთ პერიოდში, როდესაც ძალიან სწრაფ, ეფექტურ რეფორმებს ვახორციელებთ და საზოგადოება ჩვენს წინაშე აყენებს ახალ-ახალ გამოწვევებს, ახალ-ახალ მოთხოვნებს. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ გუნდის პერიოდული განახლება, ახალი დინამიზმი ემსახურება სწორედ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავებას და უფრო მეტად ეფექტურ პოლიტიკას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ თანამდებობას ტოვებს.  ცოტა ხნის წინ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი