logo_geo
„ქართული ოცნების“ ოფისში ხვალ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება
- +

2 სექტემბერი. 2019. 19:36

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა ხვალ, 3 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც.

 

პოლიტსაბჭოს სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში 09:00 საათზე დაიწყება.

 

არსებული ინფორმაციით, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება წარდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერის თანამდებობა დღეს დატოვა.

 

 

 

 

big_banner
არქივი