logo_geo
მამუკა მდინარაძე: ლევან იზორიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნისთვის აუცილებელი არ არის, რომ მას მინისტრის თანამდებობა ეკავოს
- +

3 სექტემბერი. 2019. 11:01

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განმარტებით, იმისთვის, რომ ლევან იზორიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელოს, აუცილებელი არ არის, რომ მას მინისტრის თანამდებობა ეკავოს.

 

ჟურნალისტებმა მდინარაძეს შეკითხვა დაუსვეს „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს ეკისრება, მუდმივი წევრები კი არიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, თუმცა, მდინარაძის მტკიცებით, „ამით კანონი არ დაირღვევა“.

 

„არ არის აუცილებელი, მას მინისტრის პოსტი ეკავოს. ეს გაწერილია კანონით. შესაძლებელია, იყოს მინისტრიც, მაგრამ ეს შესაძლებელია უამისოდაც. აქედან გამომდინარე, პრობლემა, მითუმეტეს კანონისმიერი, აქ არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, ხოლო უკვე ყოფილი მინისტრი ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.

 

 

 

big_banner
არქივი