logo_geo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფს სურს, ტოლობის ნისანი დასვას თავის დანაშაულებრივ მმართველობასა და 20-21 ივნისის დროს მომხდარ უბედურებას შორის
- +

3 სექტემბერი. 2019. 11:49

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვიტა, ტოლობის ნიშანი დასვას თავის მმართველობასა და 20-21 ივნისის მომხდარ უბედურებას შორის.

 

„რაც არ უნდა მცირე იყოს ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც გახარიას გადადგომას ითხოვს, იმათაც კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს და ეს არის მთავარი თემა, რაც ჩვენ გვაღელვებს, პოლიტიკური ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ტოლობის ნიშანი დასვას თავის დანაშაულებრივ მმართველობასა და  20-21 ივნისის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას შორის. ხელისუფალთა დამოკიდებულება ხალხის მიმართ არის რადიკალურად განსხვავებული. რაც მოხდა 20 ივნისს,  ეს არის თავიდან ბოლომდე დანაშაული  იმ ადამიანებისა, ვინც წაახალისა პარლამენტზე შეტევა და რაც მოხდა 2012 წლამდე, 26 მაისი გავიხსენოთ, ეს არის ხელისუფლების დანაშაული.  ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფს სურს, რომ ტოლობის ნისანი დასვას. ეს არის წინა საარჩევნოდ დაგეგმილი სტრატეგია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

big_banner
არქივი