logo_geo
პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა
- +

3 სექტემბერი. 2019. 12:36

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატები გააფრთხილა და მოუწოდა, მათ წესრიგი დაეცვათ.

 

„პარლამენტის რეგლამენტის 224 მუხლის თანახმად, ვაფრთხილებ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხელს უშლიან სხდომის წარმართვას. ვინაიდან ამ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ ჩვენი კოლეგები, ამავე მუხლის თანახმად, ვთხოვ მანდატურის სამსახურს, რომ მათ დაატოვებინოს დარბაზი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე.

 

აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრების გარდა, საბოლოოდ დარბაზიდან გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატებიც.

 

პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, თუმცა ჰიმნის დასრულებისთანავე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ერთგვარ ფორმას მიმართეს და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

 

 

big_banner
არქივი