logo_geo
თამარ ჩუგოშვილი: გიორგი გახარიას გაპრემიერება საზოგადოებრივ პროტესტს არ გამოიწვევს
- +

3 სექტემბერი. 2019. 18:05

 

„იმის მოლოდინი, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერება საზოგადოებრივ პროტესტეს გამოიწვევს, არ გვაქვს - ვნახავთ, თუ ვცდებით მოლოდინებში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

 

ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტზე უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება და როგორც აცხადებს, უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მას უმრავლესობის ყველა წევრი უჭერს მხარს.

 

„გახარიას გადადგომას ოპოზიცია ითხოვდა. შესაბამისად, ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, ოპოზიციის მოთხოვნები ასე აპრიორი გავითვალისწინოთ. რა გადაწყვეტილებაც ჩავთვალეთ საჭიროდ, ის გადაწყვეტილება მივიღეთ!“ - აღნიშნა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

big_banner
არქივი