logo_geo
პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყო
- +

4 სექტემბერი. 2019. 11:37

 

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყო. კანონმდებლები ამ წუთებში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ დავით ზალკალიანს უსმენენ.

 

მოსმენას „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან. მათი შეფასებით, მთავრობის ხედვებში შეცვლილი არაფერია და კითხვების დასმასაც აზრი არ აქვს.

 

პარლალელურად, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იმართება პარლამენტის წინ. იქ შეკრებილი ადამიანები გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობაზე წარდგენას აპროტესტებენ.

 

 

big_banner
არქივი