logo_geo
თეა წულუკიანი: გიორგი გახარია ჩვენ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა
- +

5 სექტემბერი. 2019. 00:35

 

„პროტესტის მონაწილეებს, რომლებმაც აქციაზე თვალი დაკარგეს, ვეტყვი, რომ მათ ტკივილს საკუთარი ტკივილივით განვიცდი. ეს არის გულახდილი და არა პოლიტიკური მიზნით გაკეთებული განცხადება და მინდა,  ამის სჯეროდეთ“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

ამასთან, თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ის ეფექტური პრემიერი იქნება.

 

„მჯერა, გიორგი გახარია იქნება ეფექტური პრემიერი, რომელიც გააგრძელებს „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკას, რომელსაც მეც და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები ძირძველ პოლიტიკას ვეძახით. ჩვენ მომავალ წელს არჩევნებზე წარვდგებით ღირსეულად და გვექნება ძალიან დიდი ნუსხა იმ საქმეებისა, რაც გაკეთდა. ხოლო ის, რაც ვერ შევძელით, შევეცდებით შევძლოთ 2020 წლამდე, თუ მაინც იქნება კითხვები, რომ გვქონდეს მათზე ღირსეული პასუხი. ეს არის ის სულისკვეთება, რომლითაც მომავალ წლამდე, მათ შორის მეც ვაპირებ მუშაობას და იმედი მაქვს, ეს წელი იქნება ძალიან ნაყოფიერი. ახალ პრემიერს წარმატებას ვუსურვებ. ის პროცესი, თუ როგორ შეირჩა პარტიის შიგნით, მე არ ვყოფილვარ მონაწილე, თუმცა, ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი, რის გამოც შეირჩა ბატონი გახარია, არის ის, რომ ჩვენ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი