logo_geo
ვახტანგ გომელაური: ვგეგმავთ ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნას რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში
- +

5 სექტემბერი. 2019. 11:16

 

„სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობას და გამჭვირვალობას, ასევე მოახდენს ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებას, საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და დანაყოფის სტრუქტურულ ოპტიმიზაციას“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„შეიქმნა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი თბილისში, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში 50-მდე საპოლიციო მომსახურებას აწვდის მომხმარებელს. ამასთანავე, ვგეგმავთ, ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნას რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ყველა პატრულ ინსპექტორი აღიჭურვა ახალი სამხრე კამერებით. დაინერგა  და შეიქმნა ქვეით პატრულ ინსპექტორთა კორპუსი“, - განაცხადა გომელაურმა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი