logo_geo
ათონელის რეზიდენციაში უნგრეთის პრეზიდენტის მიღების ცერემონიალი გაიმართა
- +

5 სექტემბერი. 2019. 11:36

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი ათონელის რეზიდენციაში მიიღო.

 

მიღების ცერემონიალზე ორი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა. სალომე ზურაბიშვილი იანოშ ადერს მიესალმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და დიპლომატები წარუდგინა. ამის შემდეგ მხარეებმა რეზიდენციის შენობაში გადაინაცვლეს.

 

სალომე ზურაბიშვილსა და უნგრეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც უკვე გაფართოებული ფორმატის შეხვედრა შედგება და ორი ქვეყნის ლიდერები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი