logo_geo
ვახტანგ გომელაური: აქტიურად გავაგრძელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებას
- +

5 სექტემბერი. 2019. 11:38

 

 

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებას, რომელიც ქვეითთა, მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების გაუმჯობესებას მოემსახურება და შეამცირებს გზებზე უბედურ შემთხვევებს. მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების სფეროში“, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

 

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტს წარედგინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც საჭიროებებს და გამოწვევებს მოერგება საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არსებული სანქციის ზომები. აქტიურად გაგრძელდება საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“.

 

ზემოაღნიშნულის გარდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდება ქულათა სისტემის დახვეწა, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდის პრაქტიკული კომპონენტის საქალაქო პირობებში ინტეგრირება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ბაზის განვითარება. ეს მეტად მნიშვნელოვანი თემაა, საგზაო უსაფრთხოება. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე იღუპება სიჩქარის გადაჭარბებაა  თუ ღვედის გაკეთების თემა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისე გავაკეთოთ, რომ კომფორტული იყოს მოქალაქისთვისაც და პოლიციელისთვისაც ურთიერთობა რომ არ დაიძაბოს“, - განაცხადა გომელაურმა.

 

 

 

big_banner
არქივი