logo_geo
უნგრეთის პრეზიდენტი დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავა
- +

5 სექტემბერი. 2019. 12:44

 

„უნგრეთის პრეზიდენტი დღეს საოკუპაციო ხაზს ესტუმრება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ იანოშ ადერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრეს.

 

„უნგრეთის პრეზიდენტი პირველად იმყოფება საქართველოში ვიზიტით და ამავდროულად, პირველად ვმასპინძლობთ პრეზიდენტის განახლებულ სასახლეში. მოხარულები ვართ, რომ ეს ორივე დაემთხვა ერთმანეთს. პირველი თემა იყო ოკუპირებული ტერიტორიები, სიტუაცია საოკუპაციო ხაზზე, დაძაბული ზაფხული, რაც გავიარეთ და აუცილებლობა, რომ მივაღწიოთ ამ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, რაც მოითხოვს ყველა ჩვენი პარტნიორის ჩართულობას, რათა მივაღწიოთ მიზანს. მადლობა მოვახსებე ჩვენს უნგრელ მეგობარს, რომ მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, სადაც 14 უნგრელია წარმოდგენილი. ხაზი გავუსვით, რომ აუცილებელია, ამ მისიამ შეძლოს თავისი სრულყოფილი მანდატის შესრულება, რაც ნიშნავს, რომ მთლიან ტერიტორიაზე ჰქონდეს ზედამხედველობის მოხდენის საშუალება, რაც იყო 2008 წლის ხელშეკრულებაში ჩაწერილი და რაც უნდა იყოს შესრულებული. ყველა საკითხი და სიმძიმე, რაც ჩვენს მოქალაქეებს დღეს აწვება საოკუპაციო ხაზის ნებისმიერ მხარეს, ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, ჟენევის ფორმატის განახლება, გაძლიერება გვჭირდება, რათა იქ დაიწყოს პოლიტიკური, ნამდვილი მოლაპარაკება, მიმართული ამ სიტუაციის გადაწყვეტისკენ და ესკალაციის მოხსნისკენ.

 

„ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას ყველა ფორმატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, უნგრეთი ყველა ჩვენს რეზოლუციას უჭერს მხარს ამ საკითხზე და ეს უმნიშვნელოვანესია. ბატონი პრეზიდენტი ესტუმრება საოკუპაციო ხაზს, ესტუმრება სადამკვირველო მისიას დღევანდელ დღეს", - განაცხდა ზურაბიშვილმა.

 

იანოშ ადერმა და საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირისპირი და გაფართოებული საუბრის შემდგომ მედიასთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისს ოფიციალური, ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი