logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი ლევან გოგიჩაიშვილს: ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, როცა... მე არ მახსენდება თქვენგან საჯარო გამოსვლები...
- +

5 სექტემბერი. 2019. 15:45

 

„ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, როგორც ყოფილი შს მინისტრისთვის, როცა ტელეეთერში „გირჩის“ მიერ მარიხუანას კულტივაციის დემონსტრირება და დარგვა ვნახე. კანონი უკაცრავად და თავზე დაგვახიეს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის პასუხისმგებლობას არ იღებს იმასთან დაკავშირებით, რაც მისი ხელისუფლებაში არყოფნის დროს ხდებოდა.

 

„ბოლო 3 წელი, რაც მოხდა ქვეყანაში და ხელისუფლების მუშაობაში, მე აბსოლუტურად არ მიმიღია მონაწილეობა, შესაბამისად, აბსოლუტურად არაფერზე არ ვიღებ პასუხისმგებლობას, ის, რაც განვითარდა ბოლო 3 წელში, რაც თქვენ გააკეთეთ, თუ არ გააკეთეთ, თქვენი მოქმედებით თუ უმოქმედობით... თქვენ ახსენეთ „გირჩის“ თემა. 2016 წელს ჩემთვის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი იყო, როგორც ყოფილი შს მინისტრისთვის, როცა მე ვნახე ტელეეთერში ამ სექტის მიერ მარიხუანას კულტივაციის რაღაც დემონსტრირება და დარგვა. კანონი უკაცრავად და თავზე დაგვახიეს. მე არ მახსენდება, არც თქვენგან საჯარო გამოსვლები, არავისგან აბსოლუტურად. 3 წლის შემდეგ რომ ვსაუბრობთ ახლა, დიდი ბოდიში, მაგრამ დაგვიანებულია. აი, ეს თქვენმა ასეთმა უმოქმედობამ განაპირობა.

 

აქედან გამომდინარე, ცოტა უხერხულია მგონი თქვენგან ამ თემაზე საუბარი, თუმცა დაგვიანებული არ არის. შეგვიძლია ახლაც ერთად ვიმუშაოთ და ჩაერთეთ თქვენც ახალი საკითხების მოგვარებაში“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილს ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შეგახსენებთ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ არათუ სახვა ადამიანების, არამედ საკუთარ თავის კრიტიკით უნდა დავიწყოთ.

 

„ის კი არ არის პრობლემა, რომ ადამიანები საკანონმდებლო ხარვეზით სარგებლობენ და ამას პირად სარგებლობაში გადაიტანენ, ეს არის გამომდინარე იმ უხერხემლობით, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად მეც საკუთარ თავზე ავიღო, ჩვენ ვიყავით, როცა უმრავლესობის წევრი ვიყავი, ეს პროცესი თავდაცვის კომიტეტში დავიწყეთ და ის, რომ ეს კანონპროექტი არ დაილუქა და ხარვეზი არ აღმოიფხვრა, „გირჩის“ ბრალი კი არ არის, ეს არის უმრავლესობის უხერხემლობის ბრალი“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი