logo_geo
ქეთევან ციხელაშვილი ჩორჩანაზე : ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი
- +

5 სექტემბერი. 2019. 17:23

 

 

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

 

„ამ ეტაპზე ვამოწმებთ ინფორმაციას და ვადგენთ დეტალებს. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის სხდომა მქონდა, მომეცა შესაძლებლობა კომუნიკაციისა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან. მათ ძალიან აქტიური ჩართულობა ვთხოვე. ხვალ დაგეგმილია ტექნიკური შეხვედრა და რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობა გამოყენებულ იქნება იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია გვქონდეს. ჩვენი მთავარი ინტერესისთვის, რომელზეც შეთანხმებაც არისსხვათაშორის, რომ დეესკალაციისაკენ გადაიდგას ნაბიჯები და მოსახლეობისთვის უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი, ყველაფერი კეთდება“,- აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი