logo_geo
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება შეცვალა და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს
- +

6 სექტემბერი. 2019. 00:09

 

 

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 6 სექტემბერს მინისტრობის კანდიდატებს შეხვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

 

როგორც გოცირიძე აცხადებს, მათ თავდაპირველად მიიღეს გადაწყვეტილება რომ მინისტრობის კანდიდატებს არ შეხვედროდნენ, თუმცა მხარდამჭერების თხოვნით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფრაქციის სხდომაზე შეიცვალა და ფრაქცია მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს შეხვდება.

 

„თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო რომ არ შევხვდებოდით მინისტრობის კანდიდატებს ბოიკოტის გამო, მაგრამ ჩვენმა მხარდამჭერებმა გვთხოვეს, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის გადაგვეხედა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ფრაქციის სხდომა და შევჯერდით, რომ ხვალ, 12:00 საათზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს შევხვდებით“, - განაცხადა გოცირიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს, ასევე დაგეგმილია მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ წევრებთან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი