logo_geo
საქართველოს 7 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ეწვევა
- +

6 სექტემბერი. 2019. 11:09

 

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი 7 სექტემბერს საქართველოს ეწვევა.

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატი თბილისში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და უსაფრთხოების ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილავს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესსა და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ საკითხებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ეს ვიზიტი გააძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ამერიკის მხარდაჭერას.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ფილიპ რიკერის შეხვედრები საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 

ვიზიტი 11 სექტემბერს დასრულდება.

 

big_banner
არქივი