logo_geo
გიორგი გახარიამ და მინისტრობის კანდიდატებმა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ტაშით გააცილეს
- +

6 სექტემბერი. 2019. 14:04

 

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ და მთავრობის განახლებულმა შემადგენლობამ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ტაშით გააცილეს.

 

აღნიშნულის შემდეგ გახარიამ კოლეგებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სიმართლის საშუალებით ყოველდღე უნდა ამხილონ.

 

„მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში რაც ახლა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი სახე, თუ როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე, რაც ახლა მოხდა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ეს ხალხი სიმართლის საშუალებით ვამხილოთ ყოველდღე, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. მაშინ, როცა კარგად მახსოვს, 20 ივნისის ღამეს, ეს ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები, ამ დარბაზში და პირდაპირ ელოდებოდნენ, როდის შემოიჭრებოდა ეს ხალხი. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ისდნენ საათობით და ითვლიდნენ, რაც უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა და რაც უფრო მეტი დაშავებული იქნებოდა, ეს უნდოდათ გამოეყენებინათ მათი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ამის საშუალება უბრალოდ არ უნდა მივცეთ კოლეგებო, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“, - განაცხადა გახარიამ.

 

ცნობისთვის, მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ფორმატში ჩაიშალა. ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის მოსმენაზე, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარიას კითხვებზე პასუხების გაცემას იწყებდა, სალომე სამადაშვილი სხდომის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა. მან მოუწოდა დამსწრეებს, შეეწყვიტათ სხდომა, რადგან „პარლამენტში არ უშვებენ გახარიას მიერ თვალდათხრილ მოქალაქეებს“.

 

 

 

 

big_banner
არქივი