logo_geo
ირმა ინაშვილი: კონკრეტული რევოლუციური სცენარები და ძალიან მძიმე პროცესები იგეგმება
- +

7 სექტემბერი. 2019. 13:52

 

 

„შტურმი კი არა, კონკრეტული რევოლუციური სცენარები იგეგმება, ისევ ხდება „კმარას“ აღდგენა, ისევ ხდება „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღდგენა, ისევ იმ რეჟიმში მიდიან და ძალიან მძიმე პროცესები იგეგმება“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა, პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას, პარლამენტში, ფრაქციის სხდომაზე მიმართა.

 

„საბუთებს რომ აქრობდნენ, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ის ხალხი ადამიანებს აქრობდნენ. კისერზე აბამდნენ ქვებს და კატერიდან შუა ზღვაში ყრიდნენ. პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც იმ რეჟიმისა და მმართველობის მთავარი ბოროტი ტვინები იყვნენ, დღეს ისევ პარლამენტში სხედან და ჭკუას გვასწავლიან, დემოკრატია და ადამიანების უფლებები რა არის“, - განაცხადა ინაშვილმა.

 

მისივე თქმით, საშუალებას არ მისცემენ სააკაშვილებს და ბოკერიებს, ამ ქვეყანაში ახალი „ვარდების რევოლუცია“ მოაწყონ.

 

„ქვეყანა რომ დაიღუპება, ეს მადარდებს და ეს მაწუხებს. შტურმი კი არა, კონკრეტული რევოლუციური სცენარები იგეგმება, ისევ ხდება „კმარას“ აღდგენა, ისევ ხდება „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღდგენა, ისევ იმ რეჟიმში მიდიან და ძალიან მძიმე პროცესები იგეგმება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი