logo_geo
ირმა ინაშვილი: ადამიანმა, რომელიც ამ სავარძელს დაიკავებს, მიკროფონი არ უნდა გამოურთოს არავის, ყველას უნდა მიეცეს აზრის გამოხატვის უფლება
- +

7 სექტემბერი. 2019. 14:20

 

 

„ადამიანმა, რომელიც ამ სავარძელს დაიკავებს, მიკროფონი არ უნდა გამოურთოს არავის, ყველას უნდა მიეცეს აზრის გამოხატვის უფლება“, – ამის შესახებ ირმა ინაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„გვაქვს შეკითხვები პოლიტიკურ ჭრილში, ეკონომიკის ნაწილში, სოციალურ სფეროსთან დაკავშირებით. ყველა ეს შეკითხვა დღეს დაისმება.

 

მე რამდენჯერმე ამიხსნეს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა, როგორ მუშაობს მიკროფონი, თუმცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ისედაც კარგად ვიცი. მე შემიძლია მიკროფონის ჩართვა და შემდეგ ყველასთვის გამორთვა.

 

ერთი რამე მინდა ვთქვა, ადამიანმა, რომელიც ამ სავარძელს დაიკავებს, მიკროფონი არ უნდა გამოურთოს არავის. ყველას უნდა მიეცეს აზრის გამოხატვის უფლება, მით უმეტეს როდესაც ასეთ სავარძელში ზის სპიკერი, მან არ უნდა გამორთოს მიკროფონი. შესაბამისად დასაწყისშივე მინდა გავაკეთო განმარტება, დღეს მიკროფონი არავის გამოერთვება. ყველამ უნდა ვისაუბროთ ღიად, საჯაროდ. საჯაროდ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს ჩვენი მთავარი სათქმელი. ჩვენ არასოდეს არ დაგვიხევია უკან მთავრობის წევრებისთვის, პრემიერმინისტრობის კანდიდატებისთვის ღიად გვეთქვა რას ვფიქრობთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე, რას ვფიქრობთ საგარეო პოლიტიკის ნაწილში და საშინაო პოლიტიკაზე.

 

არის საკითხები, როცა ვართ თანამოაზრეები, მაგრამ უამრავი საკითხია, სადაც თქვენ და ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულად ვფიქრობთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი