logo_geo
გიორგი გახარია: უნდა შევძლოთ, რომ როგორც მინიმუმ, პროგნოზირებადი და რბილი გავხადოთ ლარის კურსის მერყეობა
- +

7 სექტემბერი. 2019. 19:26

 

„წინა ხელისუფლების დროს ლარის კურსის მოულოდნელად გამყარების მითები არსებობს. ხომ ყველას გვესმის, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საგარეო ვალის ხარჯზე ხდებოდა“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა.

 

„უნდა შევძლოთ, რომ როგორც მინიმუმ, პროგნოზირებადი და რბილი გავხადოთ ლარის კურსის მერყეობა და ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ პატარა და ღია ეკონომიკა და ძალზედ ბევრი შრომა მოგვიწევს. ასევე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მითები არ შევქმნათ. ყველამ ვიცით, რომ არსებობს მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს ლარის კურსის მოულოდნელი გამყარების მითები. ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე. ქვეყნის საგარეო ვალი ბოლო 7 წლის განმავლობაში მხოლოდ 7-8%-ით გაიზარდა. ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 2012 წელს საგარეო ვალი გაზრდილი იყო 1 მილიარდზე მეტით. ეს უბრალოდ არჩევანია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ჯანსაღი, უნდა გვქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ ის სერიოზული რყევებისგან დავიცვათ, უნდა გვქონდეს ყველანაირი ინსტრუმენტი ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით და ჩვენი ბიზნეს გარემო უნდა იყოს პროგნოზირებადი იმისთვის, რომ ჩვენმა ბიზნესმა შეძლოს როგორც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე შეძლოს, იყოს ძლიერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი