logo_geo
სოფო კილაძე ნიკა გვარამიას შესახებ: სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ხან მედიის, ხან პოლიტიკის უკან ამოფარება
- +

7 სექტემბერი. 2019. 19:42

 

 

„თუ არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, ამას ბუნებრივია, სამართლებრივი ნაბიჯები უნდა მოყვეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის დამძიმების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, მოდაში შემოვიდა ხან მედიის ხანაც პოლიტიკის უკან ამოფარება. მე მგონია, რომ თუ არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, ამას ბუნებრივია, სამართლებრივი ნაბიჯები უნდა მოყვეს, შეფასება იმის, ჩაიდინა თუ არა პირმა დანაშაული, ეს არის ცალსახა მტკიცებულებების საქმე, ამიტომ ამ სიტუაციის პოლიტიზირება ცალსახად მიუღებელია“, - განცხადა კილაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს. ნიკა გვარამიას გარდა ბრალდების დადგენილება გამოტანილია არხის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიას და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართაც.

 

 

 

 

big_banner
არქივი