logo_geo
გიორგი გახარია: ფუნდამენტური პრობლემაა, როდესაც მოდელირებული რეალობით ვიღაც ცდილობს შტურმის ღამეს მოუგონოს სხვა სახელი
- +

8 სექტემბერი. 2019. 13:13

 

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური რადიკალიზაციის პრობლემაზე ისაუბრა.

 

„როდესაც მე ვსაუბრობდი სიმართლეზე, აქ ხაზგასმით კიდევ მინდა აღვნიშნო, თუ რა არის ჩვენთვის მიუღებელი. ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალა, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, პარლამენტზე შტურმს ეძახის გამოხატვის თავისუფლებას. ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ან პირდაპირ მოუწოდებდნენ დემონსტრანტებს, რომ შეჭრილიყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც არის დაცვის ობიექტი და მათ პირდაპირი შტურმი მიიტანეს პოლიციის კორდონზე - ეს ადამიანები დღეს, ამას ყველაფერს სხვადასხვა სახელებით ამკობენ და ამბობენ, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლება. მათ უბრალოდ, განცხადების დონეზეც არ უნდათ, თუნდაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველანი შევთანხმდეთ, რომ ამ ქვეყანაში ძალადობით, პოლიტიკური შედეგების და პოლიტიკური კონინუქტურის ცვლილება აღარ უნდა მოხდეს არასოდეს. ამისთვის არსებობს პარლამენტი და ამისთვის არსებობს არჩევნები. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ძირითადი, ფუნდამენტური პრობლემა, როდესაც სიცრუე იკავებს სიმართლის ადგილს. როდესაც მოდელირებული რეალობით ვიღაცა ცდილობს შტურმის ღამეს, მოუგონოს რაღაც სხვა სახელი, ან როდესაც ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასთან, შეიძლება რაღაცით იყოს გამართლებული. პოლიციასთან, რომელიც იცავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სახელმწიფო ინსტიტუტს. უბრალოდ შეუძლებელია, რომელიმე, თუნდაც განვითარებად დემოკრატიულ სახელმწიფოში, მსგავს ქმედებას, მოჰყოლოდა ასეთი შედეგები. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ვუთხრათ მათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა არსებული დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ეს სიმართლე ჩვენ უნდა მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე, თითოეულ პასუხისმგებლიან მოქალაქემდე. ჩვენ ამისთვის ბევრი დრო არ გვაქვს, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ გამოწვევები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, სულ უფრო და უფრო მძაფრი ხდება და ჩვენი პასუხისმგებლობის დონეც იზრდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი