„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც „სამაჯურით შეამკეს“.
„იმის შემდეგ არ ჩატარებულა საპარლამენტო სხდომა, რადგან მე ვაპირებდი მოსვლას. თუ არ ჩავთვლით მიმდინარე კვირას. დღე გადავწყვიტე მოვსულიყავი. მთავარ სათქმელს სხდომათა დარბაზში ვიტყვი“, - განაცხადა მელიამ.